ობამამ ბობ დილანი თავისუფლების მედლით დააჯილდოვა
ბარაკ ობამამ, ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდას, როკმუსიკოსს, პოეტსა და მომღერალს, ბობ დილანს თავისუფლების მედალი გადასცა. აღსანიშნავია, რომ ეს მედალი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის უმაღლეს ჯილდოს წარმოადგენს.
თავისუფლების მედალი შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, მადლენ ოლბრაიტსაც გადაეცა.
ლაურეატების რიგებში შევიდნენ მწერალი ტონი მორისონი, რომელიც ამავდროულად ნობელის პრემიის ლაურეატიც გახლავთ, კოსმონავტი და ექს-სენატი ჯონ გლენი და ისრაელის პრეზიდენტი, შიმონ პერესიც.
აღნიშნული ჯილდო მიმდინარე წელს სულ 12 ადამიანს გადაეცა.
კომენტარი