სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გულიაში მწვანე ლობიოთი

მასალა:

200-200 გრამი ძროხის, ცხვრის და ღორის ხორცი

4 მსხვილი თავი ხახვი

2 სუფრის კოვზი მარგარინი ან 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

500 გრამი მწვანე ლობიო

ცოტა ფქვილი

მარილი, პილპილი

ოხრახუში

ხორცი დავჭრათ 2X2 სმ ზომის კუბიკებად და შევწვათ კარაქში ან მარგარინში, თან დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. როდესაც ხახვი ოდნავ შეიბრაწება, დავამატოთ ცოტა წყალი და ვშუშოთ ხორცი თითქმის დარბილებამდე. მწვანე ლობიოს ღერები გავრეცხოთ, გავაშროთ და დავამატოთ ხორცს. დავამატოთ ყველაფერს მარილი და პილპილი და გავაგრძელოთ შუშვა დაბალ ცეცხლზე. სოუსს დავამატოთ ცოტა ფქვილი. გულიაშთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ მოხარშული კარტოფილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100