სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერაყის დედაქალაქში 40 ადამიანი დაიღუპა

ბაღდადში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორმოცამდე გაიზარდა. თავდაპირველად ინფორმაცია 21 დაღუპულის შესახებ გავრცელდა.

ერაყის დედაქალაქში რამდენიმეწუთიანი ინტერვალით ოთხი მძლავრი აფეთქება მოხდა. აფეთქებების შედეგად დაჭრილთა რიცხვმა 80 გადააჭარბა.

პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა შიიტური მეჩეთის შესასვლელთან ამოქმედდა, ორი უკანასკნელი აფეთქება კი ასევე ხალხმრავალ ადგილას - ბაზარში მოხდა, იმ ადგილას, სადაც განსაკუთრებით ბევრი მუშტარი ირევა. ერთი საათის სემდეგ სამ აფეთქებას მეოთხეც მოჰყვა: ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე მანქანა მაშინ აფეთქდა, როცა მას პოლიციის საპატრულო ავტომანქანამ ჩაუარა.

მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებობა ჯერჯერობით არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100