„ახალგაზრდა ტაიტელი“ მილიონებად გაიყიდა
პოლ გოგენის ხის ქანდაკება, „ახალგაზრდა ტაიტელი“ „Sotheby's“-ის აუქციონზე 11,3 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ეს ფრანგი ფერმწერის ერთადერთი, დასრულებული სამგანზომილებიანი ქანდაკებაა.
„ახალგაზრდა ტაიტელი“ ექსპერტების აზრით 10-დან 15 მილიონ დოლარამდე უნდა გაყიდულიყო. 1990 წელს მსგავსი ქანდაკება „Sotheby's“-ის აუქციონზე 1,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. 2007 წელს კი „ახალგაზრდა ტაიტელში“ ”Christie`s“-ის აუქციონზე მხოლოდ 1,5 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადეს.
ქანდაკება 24.5 სანტიმეტრი სიმაღლისაა და გაფორმებულია, საყურეებითა და მძივებით. „ახალგაზრდა ტაიტელი“ არის ყველაზე ძვირადღირებული სკულპტურა.
პოლ გოგენმა არც თუ ისე ცოტა ქანდაკება დატოვა. იგი ხისგან პოლინეზიის მოსახლეობის ფიგურებს თლიდა და რელიეფებს აკეთებდა. გოგენმა „ახალგაზრდა ტაიტელი“, ტაიტში პირველი მოგზაურობისას, 1890-1893 წლებში გამოთალა. მხატვარმა იგი პარიზში ჩამოიტანა, და კრიტიკოს ჟანა დოლანის 10 წლის გოგონას აჩუქა.
პოლ გოგენის ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრებია: „კაცი ნაჯახით“, გაიყიდა 2006 წელს „Christie`s“-ის აუქციონზე 40,3 მილიონ ამერიკულ დოლარად. ასევე „დილა“ და „დედობა II“ რომლებიც „Sotheby`s“-ის აუქციონზე, 2004 და 2007 წლებში, 39.2 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა.
კომენტარი