სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიუ-იორკში 70-მდე დემონსტრანტი დააკავეს

ნიუ-იორკში პოლიციამ აქციის "დაიკავე უოლ-სტრიტი" 70-მდე მონაწილე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად დემონსტრანტებიდან, რომლებიც კორპორაციებისა და სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან, 45-მდე ადამიანი უშუალოდ მოედანზე დააკავეს, დანარჩენები კი ვაშინგტონ სქვერის რაიონში.

BBC-ის ინფორმაციით, დაჭრილია ერთი დემონსტრანტი.

დემონსტრანტები ნიუ-იორკში ზუკოტის პარკიდან ტაიმ სქვერისკენ გაემართნენ. აქციაში მონაწილეობას 5000-მდე ადამიანი იღებდა. მათი ნაწილი სიტი ბანკში შეიჭრა, რომელიც ვაშინგტონ სქვერის რაიონში მდებარეობს. ბანკის თანამშრომელთა განცხადებით, თანამშრომელთა თხოვნა, რომ მათ ბანკის შენობა დაეტოვებინათ, შედეგი ვერ გამოიღო, რის შედეგადაც აუცილებელი გახდა პოლიციის გამოძახება.

საპროტესტო აქციები აშშ-ს სხვადასხვა ქალაქებშიც გაიმართა. უოლ სტრიტის აქციის მონაწილეთა მხარდასაჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც ჩატარდა, მათ შორის: რომში, მადრიდში, ლისაბონში, ათენში, ლონდონში და სხვ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100