სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპარლამენტთაშორისო კავშირის 131-ე ასამბლეის გახსნა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტთაშორისო კავშირის 131- ასამბლეის გახსნას დაესწრო.

ასამბლეის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა, აბდულვაჰად რადიმ და ჟენევაში გაეროს ოფისის გენერალურმა მდივანმა, მაიკლ მიოლერმა მიმართეს.

დამსწრეებმა გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი-მუნის ვიდეო მიმართვაც მოისმინეს. გენერალური ასამბლეის მთავარი სადისკუსიო თემა ,,გენდერული თანასწორობის მიღწევა, ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტაა“.

ღონისძიებაში ასზე მეტი ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს. საპარლამენტთაშორისო კავშირის 131-ე გენერალური ასამბლეის მუშაობა 16 ოტომბერს საპარლამენტთაშორისო კავშირის ახალი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევით დასრულდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100