სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მასშტაბური სტუდენტური დასაქმება იწყება

სტუდენტები კიდევ ერთი დასაქმების პროგრამის მოლოდინში არიან. ამჯერად ისინი მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში ჩაერთვებიან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ერთობლივი პროექტი ნოემბერში დაიწყება, მანამდე კი ხანგრძლივი შერჩევის პროცესია დაგეგმილი.

“მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 10 წელიწადში ერთხელ ხორციელდება, წელს ეს პროექტი საქართველოში ტადება. სწორედ აქედან გამომდინარე, სამინისტრომ საქსტატთან გააფორმა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც საქართველოში არსებული ყველა უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტი დასაქმდება. თითო ფაკულტეტზე კი მინიმუმ რამდენიმე ათეული სტუდენტი, საშუალო კვოტირებით თითო ფაკულტეტზე საუბარია 30-დან 60 სტუდენტამდე. ფაკულტეტები რეკომენდაციას გაუწევენ იმ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და ქულები. ეს სტუდენტები დასაქმდებიან პირდაპირ, hr.gov.ge-ს გვერდის ავლით. ყველა უნივერსიტეტზე გაცემულია გარკვეული ტიპის კვოტა. პირობითად, დაუვუშვათ თსუ-ს რომელიმე ფაკულტეტზე უნდა დასაქმდეს 40 სტუდენტი. უმაღლესი არჩევს საუკეთეჯო GPA-დან პირველ 40-ს. დანარჩენებს შეუძლიათ, რომ hr.gov.ge-ს საშუალებით დარეგისტრირდნენ და დასაქმდნენ, მას შემდეგ, რას საქსტატი ვაკანსიას გამოაცხადებს. სისტემა არის შემდეგი-ფაკულტეტი აწვდის რექტორს რეკომენდირებული სტუდენტების სიას, რექტორი ჩვენ, ჩვენ კი საქსტატს. სტუდენტებს არჩევს უნივერსიტეტი და არა სამინისტრო, ჩვენ უბრალოდ ამ ყველაფერს აკუმულირებას ვუკეთებთ და ვაძლევთ საქსტატს რომ დაასაქმოს სტუდენტი.” - აცხადებს განათლების მინისტრის მრჩეველი, ოთარ აბესაძე.

დაწვრილებითი დეტალები იხილეთ ლინკზე: http://news.edu.aris.ge/eduarisge/7869-masStaburi-studenturi-dasaqmeba-iwyeba-detalebi-proeqtis-Sesaxeb.html

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100