მელიტოპოლში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა - ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი ამბობს, რომ პარასკევს ღამით ოკუპირებულ ქალაქში მაღალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
"სამწუხაროდ, ტერორი მძაფრდება, მელიტოპოლში დილიდანვე ისმის აფეთქებები.
ცხრასართულიან კორპუსში დღეს ღამით აფეთქება მოხდა. სამწუხაროდ არის მსხვერპლი: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა", - ამბობს მერი.
გარდა ამისა, ის ყვება, რომ აფეთქება მოხდა დამპყრობლების ერთ-ერთ ლოკაციაზე და მათი დანაკარგები ზუსტდება.
კომენტარი