სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კენიელი სამხედროები სომალიში ისლამისტებს ეძებენ

კენიელი სამხედროების დაჯგუფება სომალიში შევიდა, რათა ისლამური ორგანიზაციის, „ალ-შაბააბის“ მებრძოლები მოძებნოს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იტყობინება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ისლამისტებს რამდენიმე უცხოელის გატაცებაში ედებათ ბრალი. ზოგიერთი მონაცემების თანახმად, საზღვარი 25-მა სამხედრო მანქანამ გადაკვეთა, რომელნიც საარტილერიო იარაღით იყვნენ აღჭურვილნი.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას კენიაში საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის, „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ორი თანამშრომელი გაიტაცეს. ესპანეთის მოქალაქეების გატაცება კენიის ჩრდილოეთით მდებარე სომალელი დევნილების ბანაკის სიახლოვეს მოხდა. შეიარაღებული ხალხი მანქანას დაესხა თავს, მძღოლი დაჭრეს და თანამშრომლები იარაღის მუქარით გაიტაცეს. კენიის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, გამტაცებლები, სავარაუდოდ, სომალის ისლამური დაჯგუფების, „ალ შაბააბის“ მობრძოლები არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100