"არ მსურს ვნახო ჩემი შვილის მკვლელები" - გიორგი შაქარაშვილის დედა სასამართლოში არ გამოცხადდა და ნახეთ, რა დაწერა მან, მის მიერ გაგზავნილ წერილში
გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედამ თამუნა შალვაშვილმა სასამართლოში გამოცხადებაზე და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
გიორგი შაქარაშვილის დედა მცხეთის რაიონული სასამართლოსთვის გაგზავნილ წერილში განმარტავს, თუ რატომ არ სურს სასამართლოში გამოცხადება.
ის აღნიშნავს, რომ სასამართლოში მისვლა მისთვის სტრესული იქნება და ამასთან, არ სურს, ნახოს მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულები. თამუნა შალვაშვილი დამნაშავეების მკაცრად დასჯას ითხოვს.
აღნიშნული წერილის შემდეგ, ის ბრალდების მხარემ მოწმეთა სიიდან მოხსნა.
კომენტარი