ილია ელოშვილი: გაზის ტარიფი კვლავ გადაიხედება, მაგრამ ზრდისკენ თუ კლებისკენ, ამის თქმა ჯერ შეუძლებელია
ენერგეტიკის მინისტრის ილია ელოშვილის განცხადებით, გაზის ტარიფის მატება ინვესტიციების ზრდამ გამოიწვია. ელოშვილის თქმით, 2007 წლიდან გაზის ტარიფი არ გადახედილა, რამაც აბონენტების მატება გამოიწვია. ენერგეტიკის მინისტრი არ გამორიცხავს, გაზის ტარიფი კიდევ გადაიხედოს, თუმცა მატებისკენ თუ კლებისკენ, ეს ჯერჯერობით უცნობია.
„სატარიფო ცვლილება განაპირობა იმ ინვესტიციებმა, რომელიც განხორციელდა 2007 წლიდან დღემდე. 2007 წლიდან ფაზის ტარიფი ფაქტობრივად, არ გადახედილა, შესაბამისად, გაორმაგებულია აბონენტთა რაოდენობა. უამრავი ინვესტიცია ჩაიდო სექტორში, შეიცვალა გარემო, შეიცვალა ლარის კურსი - ყველფერმა ამან იმოქმედა, ტარიფმაც განიცადა ცვლილება. ტარიფები კიდევ აუცილებლად გადაიხედება, მაგრამ ზრდისკენ თუ კლებისკენ, ამ ეტაპზე შეუძლებელია თქმა. ეს დამოკიდებული იქნება იმ ფაქტორებზე, რომლებიც არის გათვალისწინებული მეთოლოგიაში ტარიფის დათვლის დროს“ - განაცხადა ილია ელოშვილმა.
გაზის სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდა. თბილისში ბუნებრივი აირი დაახლოებით ნახევარი თეთრით გაძვირდა, რეგიონებში კი ტარიფმა 2-დან 15 თეთრის ფარგლებში მოიმატა.
კომენტარი