სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტიქიამ მამაოები და მორჩილები სამყაროს მოწყვიტა - ხალხი დახმარებას ითხოვს

სოციალურ ქსელში სოფელ წყლულეთის მცხოვრებლებისა და ბერ-მონაზვნების გასაჭირის შესახებ წერენ.

„მომხდარმა სტიქიამ სოფელი წყლულეთის (თეთრიწყაროს რაიონი) გზა მთლიანად გაანადგურა, რის გამოც შეუძლებელია არა მარტო ტრანსპორტით, არამედ ფეხითაც გადაადგილება. სოფელში მცხოვრები მოსახლეობა, რომელთა დიდი ნაწილი მოხუცებულია, ასევე მამაოები და მორჩილები, რომლებიც აღავლელენ ღვთისმსახურებას მოკლებულნი არიან კომუნიკაციის ყოველგვარ საშუალებას და დარჩენილნი არიან ღვთის ინაბარად!!!

მოგიწოდებთ ყველას! რომ მთავრობამ (რაიონის გამგეობამ) მიიღოს გზის რეაბილიტაციისათვის სათანადო ზომები, რათა დროულად მოხდეს მათთვის საკვები პროდუქტების მიწოდება!“ - ნათქვამია ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100