სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზვიად ძიძიგური: ბოდიში “რუსთავი 2”-თან, 54 წლის ასაკში ერთი სახლი რომ მაქვს კრედიტით ნაყიდი

“სამარცხვინოა ასეთი ტიპის გადაცემები, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ “რუსთავი 2” -ის ეთერში. ეს არის შავი პიარის ტექნოლოგია, უნდა დაგასხან თავს ლაფი, შემდეგ უნდა იმართლო თავი და, ნამდვილად არ ვაპირებ თავის მართლებას.

თუ ვინმეს რამე აინტერესებს ჩემ ქონებრივ შემოსავალთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ყველაფერი წერია დეკლარაციაში. ღიაა ეს ინფორმაცია, საჯაროა. რატომღაც „რუსთავი 2“-მა არ ჩათვალა საჭიროდ დეკრალაციაზე მიეთითებინა. ყველას შეუძლია დეკლარაციაში ეს ამბავი ნახოს. – გასაგებია, ბატონო ზვიად, მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც არ აქვს იმის საშუალება დეკლარაციებს გაეცნოს, იქნებ განუმარტოთ რა ქონებაზეა საუბარი და როგორია მისი წარმომავლობა? – ჩემო კარგი, დედამიწის ზურგზე, ყველას აქვს კრედიტის აღების უფლება. იმ უსინდისოებმა, რომლებმაც ეს სიუჟეტი გააკეთეს, საერთოდ არ აღნიშნეს რომ 10-წლიანი კრედიტი მაქვს აღებული, ათი წელი უნდა ვიხადო ეს კრედიტი. მინდა გითხრათ, ჩემი 5 შვილით და 8 სულიანი ოჯახით, ვცხოვრობ სახლში, რომელიც არის ჩემი ერთადერთი ქონება. სხვა არაფერი ქონება მე არ გამაჩნია. ბოდიშს ვიხდი, რომ 54 წლის ასაკში, მეოთხე მოწვევის დეპუტატს მაქვს სახლი. ბოდიშს ვიხდი, თუ ეს ბოდიშის მოსახდელია. მეტი აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

წყარო: ipress.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100