„გლობალური ალიანსი“ ანტიმკრობული თერაპიის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტაციებს გაუწევს
თბილისში ანტიმკრობული თერაპიის რაციონალურ გამოყენებას სპეციალური კონფერენცია მიეძღვნა, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალური ალიანსის“ ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებსა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის პრქტიკოს ექიმებს ანტიმიკრობული თერაპიის რაციონალური გამოყენების ინსტრუქციები გააცნეს და სენფორდის ,,ანტიმიკრობული თერაპიის“ სახელმძღვანელოს 45-ე გამოცემის ქართული ვერსია საჩუქრად გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში პრაქტიკოსი ექიმებისათვის გაცნობის მიზნით, ასევე გაიმართა პრეზენტაციები ანტიმიკრობულ თერაპიაზე ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და სენფორდის სახელმძღვანელოს პრაქტიკაში დანერგვის ინსტრუქციის შესახებ. პრეზენტაციები წარადგინეს უნივერსიტეტ პარიზი-7-ის სამედიცინო სკოლის პროფესორმა ელიზაბეთ ბუვემ თემაზე: „ანტიბიოტიკებზე მეურვეობა: როგორ გავაუმჯობესოთ პრაქტიკოსი ექიმების მიერ ანტიბიოტიკების გამოყენება“ და პროფესორმა მალვინა ჯავახაძემ თემაზე: „რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია პირველადი ჯანდაცვის სისტემაში: სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო და მისი გამოყენების ინსტრუქცია“.
ელიზაბეთ ბუვემ კონფერენციაში მონაწილეობა საკონსულტაციო ჯგუფის „გლობალური ალიანსის“ მოწვევითა და რეკომენდაციით მიიღო. როგორც დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, როდესაც ასეთი მაღალი დონის სპეციალისტი და პრაქტიკოსი პროფესორი ჩვენს ექიმებს გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს.
კონფერენციაზე ფრანგმა პროფესორმა ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ანტიბიოტიკების რაციონალურად გამოყენება,რა უნდა იცოდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლის პრაქტიკოსმა ექიმებმა თუ, ზოგადად, საზოგადოებამ, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს განვითარებაზე: „ანტიმიკრობული რეზისტენტობა მსოფლიო პრობლემააა. ამიტომაც, ჩემი პრეზენტაციის ძირითადი თემაც სწორედ ამ პრობლემას ეხებოდა. დღეს პრაქტიოკოს ექიმებს საჩუქრად გადაეცათ მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო და ვისურვებდი რომ ის რეკომენდაციები, ჩვევები და გაიდლაინები, რაც განხილულია აუცილებლად გამოიყენონ და დანერგონ პრაქტიკაში. ანტიბიოტიკების რაციონალურად გამოყენება მნიშვნელოვანი საკითხია. მხარს ვუჭერ საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს ამ ინიციატივასა და წამოწყებას ქვეყნისთვის. ასეთი მხარდაჭერით, ამ სახელმძღვანელოსა თუ შესაბამისი პრაქტიკის დანერგვის გზით, სხვა კონკრეტული ქმედებებით, მიმაჩნია, მსოფლიოში ეს პრობლემა აუცილებლად აღმოიფხვრება. „გლობალური ალიანსი“ არის სწორედ ის ორგანიზაცია, რომელსაცშეუძლია ჯანდაცვის სამინისტროს სათანადო კონსულტაციები გაუწიოს ამ მიმართულებით.“
პროფესორ მალვინა ჯავახაძის თქმით, რეზისტენტობა მას შემდეგ არსებობს, რაც ანტიბიოტიკი შეიქმნა, მაგრამ დღეს მთელი რიგი პრობლემების გამო ანტიბიოტიკების მიღება არ არის მომგებიანი ფარმაცევტული კომპანიებისათვის და ახალი ანტიბიოტიკების მიღების ტემპი მკვეთრად ჩამორჩება რეზისტენტობას: „ამ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით, თუ ასეთი ტემპით გავაგრძელებთ, რამდენიმე წელიწადში მსუბუქი ინფექციაც განუკურნებელი და ადამიანისთვის მომაკვდინებელი იქნება. ამიტომ თუ ჩვენ ახლა გამოვიყენებთ ანტიბიოტიკებს ხშირად და არამიზანმიმართულად, ამით ჩვენს მომავალ თაობას პრაქტიკულად არსებობას შევუწყვიტავთ. პირველად ჯანდაცვის სისტემაში შეძენილი ინფექციების შემთხვევაში, როდესაც პაციენტი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, ამბულატორიის პირობებში როდესაც არ არის აუცილებელი, არჩევანი არ უნდა გაკეთდეს ანტიმიკრობულ საშუალებებზე. სწორედ, ამაზეა მსჯელობა და ამას ეძღვნება ის საერთაშორისო მსოფლიო კვირეული, რომელიც დაიწყება 16 ნოემბერს და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მოწოდებაა არამარტო ექიმებისადმი, ასევე პაციენტებისთვის, რომ ძალიან ხშირად უარი ვთქვათ ანტიბიოტიკებზე, საქართველოში მოსახლეობას წვდომა ანტიბიოტიკებზე რეცეფტის გარეშე არ აქვს. ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია და, რა თქმა უნდა, ბევრ პრობლემას აგვაცილებს“.
კონფერენციაზე ითქვა, რომ ანტიმიკრობული რეზისტენტობა 21-ე საუკუნის გლობალური გამოწვევაა, რომელმაც გადალახა ყოველგვარი საზღვრები, გავრცელდა ყველა კონტინენტზე და მიიღო პანდემიის სახე. სწორი, რაციონალური ანტიმიკრობული თერაპია ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი ინტერვენციაა ინფექციების სამკურნალოდ და, მეორეს მხრივ, მთავარ იარაღს წარმოადგენს ანტიბიოტიკების რეზისტენტობასთან ბრძოლაში. „გლობალ ალიანსი“ მხარს უჭერს ჯადაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივას ანტიმიკრობული თერაპიის რაციონალურად გამოყენების თაობაზე და მზად არის დაეხმარონ აღნიშნული სახელმძღვანელოს პრაქტიკულად გამოყენების საკითხებში.
კომენტარი