სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ყველაზე რთული აღმოჩნდა ექიმებისგან ფრაზების მოსმენა: "არ ვიცი" - მომღერალი დახმარებას ითხოვს

მომ­ღე­რა­ლი ია ტო­მა­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს ავ­რცე­ლებს, სა­დაც დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ წერს. რო­გორც ირ­კვე­ვა, მომ­ღერ­ლის დე­დას და­უდ­გე­ნე­ლი და­ა­ვა­დე­ბა სჭირს. ტო­მა­შის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თველ­მა ექი­მებ­მა დი­აგ­ნო­ზი ვფერ დას­ვეს, რის გა­მოც სა­ზღვარ­გა­რეთ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბაა სა­ჭი­რო. რო­გორც მომ­ღე­რა­ლი წერს, ოჯახს ამის­თვის საკ­მა­რი­სი თან­ხა არ აქვს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თავს: ია ტო­მა­ში: "გწერთ, იმი­ტომ, რომ ჩვენც დაგ­ვჭირ­და თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა. Our family needs your help. For English, please, scroll down. დე­დას 2 წელ­ზე მე­ტია ჯან­მრთე­ლო­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა­დი პრობ­ლე­მა აქვს. გა­მოკ­ვე­თი­ლი სიმპტო­მე­ბია: თავ­ბრუს­ხვე­ვა, წო­ნას­წო­რო­ბის და­კარ­გვა, ატაქ­სია, მოძ­რა­ო­ბი­სა და მე­ტყვე­ლე­ბის გაძ­ნე­ლე­ბა, და სხვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­ყა­ვით ათე­უ­ლო­ბით ექიმ­თან, ჩა­ვუ­ტა­რეთ სხვა­დას­ხვა ინ­ტსტრუ­მენ­ტუ­ლი, ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი და მე­დი­კა­მენ­ტუ­რი ტეს­ტი, დი­აგ­ნო­ზის დას­მა, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ კი­დევ ვერ მო­ხერ­ხდა. სა­ვა­რა­უ­დო დი­აგ­ნო­ზე­ბია მულ­ტი­სის­ტე­მუ­რი ატრო­ფია, მი­ას­თე­ნია, ან სხვა მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მის დის­ფუნ­ქცია. თუმ­ცა, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში არის დიდი კი­თხვის ნი­შა­ნი. ყო­ველ ჯერ­ზე ვა­წყდე­ბით ახალ ჩიხს და ვე­ხეთ­ქე­ბით ახალ კე­დელს. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ექი­მე­ბის­გან ფრა­ზე­ბის მოს­მე­ნა: “არ ვიცი” და “ალ­ბათ”. ავად­მყო­ფო­ბა კი ძა­ლი­ან სწრა­ფად პროგ­რე­სი­რებს, ამი­ტომ, მე და ჩემ­მა დამ, გა­დავ­წყვი­ტეთ, წა­ვიყ­ვა­ნოთ სა­ზღვარ­გა­რეთ, სა­ნამ კი­დევ უფრო გარ­თულ­დე­ბა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, იმის იმე­დით, რომ დი­აგ­ნოზს მა­ინც და­უს­ვა­მენ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გრძნო­ბე­ბი იბა­დე­ბა, როცა უყუ­რებ დე­დას ემო­ცი­ურ და ფი­ზი­კურ ტან­ჯვას და ვერ ეუბ­ნე­ბი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. მე და ჩემი და მზად ვართ, რომ გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი, რისი გა­კე­თე­ბაც შე­იძ­ლე­ბა დე­დას გა­და­სარ­ჩე­ნად, ამი­ტომ გთხოვთ დახ­მა­რე­ბას. ვფიქ­რობთ პა­რი­ზის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში წაყ­ვა­ნას, რო­მე­ლიც ზუს­ტად მოძ­რა­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ საფ­რან­გე­თის სა­ხელ­მწი­ფო უფა­სო და­ზღე­ვე­ვას მი­ა­ნი­ჭებს რა­ღაც ეტაპ­ზე, მა­ნამ­დე კი თქვე­ნი იმე­დი გვაქვს. და­სა­წყი­სის­თვის $20,000 გვჭირ­დე­ბა. ძა­ლი­ან გვი­ჭირს ამა­ზე სა­უ­ბა­რი და ვი­ცით, რომ ყვე­ლას თა­ვი­სი პრობ­ლე­მა და გა­სა­ჭი­რი აქვს, მაგ­რამ ეს ის მო­მენ­ტია, როცა სა­ხელ­მწი­ფოს იმე­დი გა­დაგ­ვე­წუ­რა და თქვე­ნი, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის, სა­ერ­თო ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას გთხოვთ. ჩვენ­თვის თითო ლა­რიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახლა. წი­ნას­წარ დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით, მშვი­დო­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!!!! გთხოვთ, დაგ­ვეხ­მა­როთ მე და ჩემს დას, რომ დე­დას დი­აგ­ნო­ზი გა­ვარ­კვი­ოთ და სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვი­წყოთ მკურ­ნა­ლო­ბა". დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ: GEL: #GE16BG0000000499212380 #GE51TB7913936515100033 USD :#GE42BG0000000535815153 #GE74TB7913936615100023 EUR :#GE31BG0000000536021282 #GE47TB7913936615100024 (მიმ­ღე­ბი - ანა ტო­მაშ)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100