სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

51-ე სკოლასთან, "ბოლო ზარზე", მოზარდებს შორის დაპირისპირება მოხდა

51-ე სკოლასთან მოზარდებს შორის, სავარაუდოდ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ერთმანეთს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე „ბოლო ზარის“ ღონისძიება მიმდინარეობდა.

ადგილობრივების თქმით, ჩხუბში ბევრი მოზარდი მონაწილეობდა. ერთ-ერთმა თვითმხილველმა კი დაინახა დანებიც მოსწავლეების ხელში, თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, დაშავდა თუ არა ვინმე.

შსს-ს ცხელ ხაზზე შეტყობინება დაპირისპირებისა და დაჭრის ფაქტზე შევიდა, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე არიან გასულები ფაქტის გადასამოწმებლად.

პოლიცია ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე მუშაობს, რათა დადგინდეს, რა მოხდა 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100