სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა ავღანეთში.

სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა ავღანეთში. ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

კაპრალ ერეკლე ხარშილაძეს და უმცროს სერჟანტ იაგო კაკულიას პატრულირებისას მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა. შედეგად ორივე მსუბუქად დაშავდა.ამჟამად ისინი მკურნალობას გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გადიან.

პატრულირების დროს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა რიგითი გურამ ჩიმახიძეც. რის შედეგადაც ის მძიმედ დაიჭრა, თუმცა მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

22 წლის დაჭრილი ჯარისკაცის გურამ ჩიმახიძის ოჯახი გორის რაიონში ცხოვრობს. დაშავებული ქართველი ჯარისკაცის დედის ქეთევან ილურიძის თქმით, გურამი ფეხში მძიმედ დაიჭრა თუმცა ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება ის სამკურნალოდ გერმანიაში, ლანდშტულის კლინიკაშია გადაყვანილი.

გერმანიის შემდეგ დაჭრილი ჯარისკაცი მკურნალობას უკვე საქართველოში, გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაგრძობს. გურამ ჩიმახიძე ავღანეთში კონტრაქტით 2011 წლიდან მსახურობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100