გორის საკარანტინე სივრცეში 35 ახალი პაციენტია, აქედან 6 პირს საეჭვო სიმპტომები აქვს
გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში დაკვირვების ქვეშ 35 ახალი პაციენტი გადაიყვანეს. ეს ის მგზავრები არიან, რომლებიც გუშინ საფრანგეთიდან ჩამოფრინდნენ.
მსუბუქად გამოხატული, მაგრამ საეჭვო სიმპტომი მათგან 6 პირს აღენიშნება. ექვსივე ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში დღეს გადაიგზავნება.
საერთო ჯამში, გორში 55 პირს აკვირდებიან. მათგან 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გორში დღემდე კორონავირუსის დადასტურების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.
კომენტარი