ლიბერთი კლუბის აქცია ლიბერთი ბანკის სახელფასო პროგრამაში ჩართული მომხმარებლისთვის - 10 წუთი სასაუბრო დრო საჩუქრად
ლიბერთი კლუბი სახელფასო პროგრამაში ჩართულ მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს - მომხმარებლები, რომლებიც ხელფასს ლიბერთი ბანკში იღებენ, საჩუქრად მიიღებენ სასაუბრო დროს 10 წუთის ოდენობით, ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში. მომხმარებელმა გადახდა უნდა განახორციელოს მინიმუმ 10-ჯერ, 10 ლარის ოდენობით თითოეული გადახდის დროს. ყოველი ასეთი მეათე გადახდის შემდეგ, მომხმარებლის სასაუბრო დრო ავტომატურად შეივსება ათი წუთით.
აქცია მოქმედებს მხოლოდ ლიბერთი ბანკის სახელფასო პროგრამაში ჩართული მომხმარებლისთვის. აქციაში ავტომატურად მონაწილეობს მომხმარებელი, თუ იგი ფლობს ლიბერთი ბანკის მიერ გამოშვებულ სახელფასო ბარათს და გადახდას განახორციელებს ლიბერთი ბანკის მიერ გამოშვებული ნებისმიერი ბარათით (მაგალითად, სახელფასო ბარათით, საკრედიტო ბარათით, სმარტივი ბარათით, ა.შ.).
ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდის დროს, მომხმარებლები კვლავ მიიღებენ ლიბერთი კლუბის ქულებს. დაგროვილი ქულების განაღდებას კი შეძლებენ ვებ გვერდიდან www.LBClub.ge, ან ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ბანკომატის გამოყენებით.
დამატებით, მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ 50%-მდე ფასდაკლებები Cheap.ge პარტნიორ ობიექტებში, თუ გადახდა განხორციელდება ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ბარათით ლიბერთი ბანკის POS ტერმინალზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს www.LBClub.ge
კომენტარი