სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკა-საბერძნეთის სამხედრო თანამშრომლობა

საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრომ, ამერიკის შეერთებულ შტატებს 100 მილიონი დოლარის ღირებულების მოიერიშე F-16 Fighting Falcon-ისთვის სათადარიგო ნაწილები შეუკვეთა. აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო თანამშრომლობის განყოფილებამ უკვე გაგზავნა შესაბამისი მოთხოვნა კონკრესში, რომელმაც თანხმობა უნდა განაცხადოს ამ სახის თანამშრომლობაზე ორ ქვეყანას შორის. ამერიკის მხრიდან უარის თქმა თითქმის გამორიცხულია, რადგან საბერძნეთი 1952 წლიდან „ნატო“-ს წევრია. დღესდღეობით, საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებში 109 ერთეული F-16 ირიცხება, მაგრამ სულ მალე, ამერიკისგან კიდევ რვა მოიერიშეს შეძენა იგეგმება. პირველი ასეთი საფრენი აპარატები საბერძნეთის ავიაციაში 1989-1990 წლებში გამოჩნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100