სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ხვალ ვაპირებთ შევატყობინოთ შვილის გარდაცვალების შესახებ, გასვენება ხუთშაბათსაა, აუცილებლად უნდა დაიტიროს შვილი"

დოდო გუგეშაშვილს მისი შვილის გარდაცვალების შესახებ მეგობრები, სავარაუდოდ, ხვალ შეატყობინებენ, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკასთან ჟურნალისტებს დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა სამსონ ბრეგვაძემ განუცხადა.
ხვალ ვაპირებთ, რომ შევატყობინოთ შვილის გარდაცვალების შესახებ. გასვენება ხუთშაბათს არის დანიშნული და აუცილებლად უნდა დაიტიროს თავისი შვილი“, - განაცხადა ბრეგვაძემ.
ამასთან, სამსონ ბრეგვაძემ დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დოდო გუგეშაშვილს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში დღეს არ გადაიყვანენ.
„მას პალატაში არ გადაიყვანენ. პალატაში გადაყვანა არ გვინდა, რადგან მეტი მნახველი გამოჩნდება. გვირჩევნია წყნარად იყოს“, - განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100