რუსეთის შს მინისტრის კაბინეტის კედელს ლავრენტი ბერიას პორტრეტი „ამშვენებს“
ფაქტი ფოტოშოპის გარეშე: რუსი ინტერნეტმომხმარებლები აქტიურად განიხილავენ ფოტოს, რომელზეც რუსეთის ფედერაციის შს მინისტრის კაბინეტის შესასვლელია აღბეჭდილი. ფოტოს გადამღებმა და გამვრცელებელმა ოფიციალურმა პირებმა, ეტყობა, ყურადღება არ მიაქციეს ერთ დეტალს: შესასვლელიდან მარცხნივ, კაბინეტის კედელზე ჩამწკრივებულ პორტრეტებში ლავრენტი პავლეს ძე ბერიას პორტრეტი ამაყად იწონებს თავს და, ალბათ, რუსი შს მინისტრის მეთოდებსაც.
სავარაუდოდ, კედელზე განთავსებულია სსრ კავშირის არსებობის დღიდან მისი შს სახალხო კომისარიატისა და შს მინისტრები. თუმცა, რა ადგილსაც უნდა იკავებდეს ლავრენტი ბერია ამ ჩამონათვალში, მისი ასეთი გაფეტიშება რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისგან არა, მაგრამ ზოგადად, ხელისუფლებისგან, რომელსაც ხალხზე ზრუნვა ევალება, ცოტა არ იყოს, უცნაურია.
ინტერნეტში გავრცელებული ამ ფოტოს ერთ-ერთი, რუსული მინაწერი კი ასეთია:
„შს მინისტრის, ნურგალიევის კაბინეტში ბერიას პორტრეტი ჰკიდია.
მე რომ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში ჰიმლერის პორტრეტი დავინახო, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ:
1)მე შევიშალე; 2) მისნისტრი შეიშალა; 3) გერმანიაში ხელისუფლება ფაშისტებმა ჩაიგდეს ხელში (იხ. პუნქტი 1.)“
კომენტარი