იუნესკომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ერთიანი ქსელი შექმნა
„საქართველოს ბანკისა“ და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობა გრძელდება. 3-13 ნოემბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ შარჟაში, მიმდინარე საერთაშორისო წიგნის ბაზრობის ფარგლებში, იუნესკოს მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც წინა წლების წიგნის მსოფლიო დედაქალაქების პროექტების ხელმძღვანელებთან ერთად, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას უდიდესმა
საბიბლიოთეკო-საგანმანათლებლო კომპლექსმა „House of Wisdom“ უმასპინძლა,
რომელიც შარჟაში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში, 2019 წელს გაიხსნა. აღნიშნული
შეხვედრის მთავარი თემა წიგნის მსოფლიო დედაქალაქების სამუშაო ქსელის შექმნა იყო. იუნესკოს აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად
გაუმარტივებს მომავალში სტატუსის მსურველ და განმახორციელებელ ქალაქებს პროექტის განხორციელებას. ამასთან, ქსელი, ამ ქალაქებს
პროცესში
გრძელვადიანი
ჩართულობის შესაძლებლობას მისცემს, რაც პროექტის
მთავარ გზავნილს - წიგნისა და წიგნიერების განვითარების პროცესს უფრო გაამყარებს.
კომენტარი