2008 წლის აგვისტოს შემდეგ ივანიშვილი დევნილებს არ დახმარებია
რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს, ჟურნალისტის შეკითხვაზე, „2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული დევნილებს რაიმე სახის დახმარება თუ აღმოუჩინეთ ან შვილმკვდარ დედებს, ან იმ პირებს, რომლებიც ომის დროს დასახიჩრდნენ? ივანიშვილმა უპახუხა, რომ ცალკეული შემთხვევების გარდა მას ქველმოქმედება არ გაუწევია.
„მე ძალიან ვერიდებოდი გახმაურებულ პროექტებში მონაწილეობას, სხვა ქვეყნებიც მონაწილეობდნენ და სახელმწიფოსაც ჰქონდა პროგრამა. სურვილიც რომ გამჩენოდა, იქ არავინ საშუალებას არ მოგცემდა… ეს იყო ძალიან პოლიტიზირებული, მე გახმაურებელ პროცესებს ვერიდებოდი, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი და ამას არ ვგულისხმობ, მაგრამ წელს დევნილებს შეშა ჩვენ ვუყიდეთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
კომენტარი