დავითაშვილი: 19 აპრილს ნაციონალების აქციაზე ბევრი ადამიანი მივა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი ვარაუდობს რომ 19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" აქციაში მონაწილეობას რამდენიმე ათასი ადამიანი მიიღებს. ამის შესახებ დავითაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"მგონია რომ ბევრი ხალხი მივა. "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი წარმომადგენელი. თუნდაც ის ხალხი, რომელიც დაკითხვაზე იყო დაბარებული, ვინც გრძნობს, რომ მართლმსაჯულების მსახვრალი ხელი წამოეწევა. ასეთი შეიძლება რამდენიმე ათასი იყოს და მე არ გავიზიარებ შეფასებას, რომ 250 კაცი იქნება, ან ძალიან მცირე რაოდენობის ხალხი მივა. საკუთარი თავის დასაცავად გუნდური პრინციპით შეიკრიბებიან. ამიტომ ამ საკითხს მეტი სერიოზულობით მოპყრობა სჭირდება", -განაცხადა დავითაშვილმა.
კომენტარი