სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბარამიძემ ბიბლიოთეკასთან მიმდინრე მოვლენების მიზეზები განმარტა

ეს დღე სამარცხვინო ლაქად ჩაიწერება ჩვენს ისტორიაში-აღნიშნული განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი ბარამიძემ საჯარო ბიბლიოთეკასთან გააკეთა.

„მე დარწმუნებული ვარ ეს არ არის ის რის გამოც ხალხმა ქართულ ოცნებას ხმა მისცა. ეს დღე ცუდად იმოქმედებს ჩვენი ქცეყნის იმიჯზე. ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ არათუ სოციალური დაპირებები არ შესრულდება, არამედ ისეთ საქართველოს შექმნის ეს ხალხი ცოტა ხანში, რომ ნატო და ევროკავშირი აღარც კი შემოიხედავს ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, იმისათვის, რომ ქვეყანაში ქაოსი და არეულობა დაინერგოს, რათა საქართველო ისევ გადაეშვას 20-25 წლის წინანდელ მდგომარეობაში„- ასე შეაფასა ბარამიძემ საჯარო ბიბლიოთეკასთან მიმდინარე მოვლენები

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100