სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დღეს პარლამენტში ვიმყოფებით მწვავე დისკუსიისთვის და არა კამერების წინ პოლიტიკური ცეკვებისთვის" - გიორგი გახარია

დღეს ჩვენ პარლამენტში ვართ შინაარსობრივი და მწვავე დისკუსიისთვის და არა კამერების წინ პოლიტიკური ცეკვების ან ფსევდოინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და მწვავე შეკითხვებზე პასუხების გაცემა მისთვის პრობლემა არასდროს ყოფილა.

„მსურს, აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ ჩვენთვის არასდროს ყოფილა პრობლემა პარლამენტში მოსვლა. არასდროს შეგვშინებია მწვავე კითხვებისა და დისკუსიების და რაც მთავარია, ყოველთვის გვესმოდა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია და პატივს ვცემდით და ვცემთ ინსტიტუტებს. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, რომ პასუხი გავცეთ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ მწვავე შეკითხვებს და აბსოლუტურად მზად ვართ ასევე დისკუსიისთვის.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ერთი წლის წინ ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები 2018 წელზე და თავს ვალდებულად მივიჩნევთ, გარკვეული ანგარიში ჩავაბაროთ პარლამენტს, მაგრამ გპირდებით, რომ ეს იქნება სტრუქტურირებული, ძალიან მოკლე, კონკრეტულ შედეგებსა და გეგმებზე ორიენტირებული მოხსენება. ასე რომ, მინდა გითხრათ, ჩვენ დღეს ვიმყოფებით შინაარსობრივი და მწვავე დისკუსიისთვის და არა კამერების წინ პოლიტიკური ცეკვებისთვის ​და არც ფსევდოინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის. იმედი მაქვს, ამ რეჟიმში შევძლებთ, დავამყაროთ დიალოგი, რათა გამოვავლინოთ რეალური გამოწვევები როგორც სამინისტროს, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100