სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინი სამიზნეში - "ამ გადაწყვეტილებას ექნება შემაკავებელი ეფექტიც, რათა აღიკვეთოს რუსეთის ფედერაციის ზედმეტად მხარდაჭერა"

17 მარტს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი გას­ცა. კერ­ძოდ, სა­სა­მარ­თლოს პრეს­სამ­სა­ხუ­რის თა­ნახ­მად, წი­ნა­სა­სა­მარ­თლო საქ­მის­წარ­მო­ე­ბის მე­ო­რე პა­ლა­ტამ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან ერ­თად და­პა­ტიმ­რე­ბის ორ­დე­რი ასე­ვე გას­ცა ბავ­შვთა საქ­მე­ებ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან წარ­მო­მად­გე­ნელ მა­რია ლვო­ვა-ბე­ლო­ვა­ზე. პუ­ტინ­სა და ლვო­ვა-ბე­ლო­ვას უკ­რა­ი­ნის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნე­ბი­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ბავ­შვე­ბის უკა­ნო­ნო დე­პორ­ტა­ცი­ის სამ­ხედ­რო და­ნა­შა­ულ­ში ედე­ბათ ბრა­ლი, რაც, რო­გორც მი­ნი­მუმ, 2022 წლის 24 თე­ბერ­ვლი­დან ხდე­ბო­და. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი სიმ­ბო­ლურს უწო­დებს, თუმ­ცა მისი სა­მარ­თლებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი წონა რომ ძა­ლი­ან დი­დია, ამა­ზე თით­ქმის არა­ვინ და­ობს. გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ამ სა­კი­თხზე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხთა სპე­ცი­ა­ლის­ტი გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვეტს ინ­ტერ­ვი­უ­დან: - ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი მო­საზ­რე­ბას, რომ ამას მხო­ლოდ სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად მოხ­და მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი გავ­ლე­ნი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დე­რის ქმე­დე­ბე­ბის ამ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო­სი, რო­მე­ლიც აქამ­დე მეტ-ნაკ­ლე­ბად იყო ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს ნა­წი­ლი, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჰქონ­და ამა­ზე პრე­ტენ­ზია. ეს სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მი­უ­თი­თებს, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა იმ და­ნა­შა­ულ­ზე, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ჩა­ი­დი­ნეს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამით პირ­და­პირ ით­ქვა, რომ პუ­ტი­ნი ომის დამ­ნა­შა­ვეა. სა­მარ­თლებ­რი­ვად ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია - რუ­სეთს დღეს მარ­თავს დამ­ნა­შა­ვე, რო­მე­ლიც იძებ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ნა­შა­უ­ლის­თვის და ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა უნი­ვერ­სა­ლურ იუ­რის­დიქ­ცი­ას, რაც ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნას ეძ­ლე­ვა უფ­ლე­ბა თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვოს და გა­დას­ცეს სა­სა­მარ­თლოს. პუ­ტინს პირ­და­პირ უთხრეს - ომი გაგ­რძელ­დე­ბა ბო­ლომ­დე... რაც შე­ე­ხე­ბა ამის პო­ლი­ტი­კურ გან­ზო­მი­ლე­ბას, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა მო­ა­ხერ­ხა, რომ მისი ქვე­ყა­ნა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო­დან ისე­თი ქვეყ­ნე­ბის გვერ­დით ინაც­ვლებს, რო­გო­რიც არის სო­მა­ლი, კონ­გოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა, სუ­და­ნი... სხვა­თა შო­რის, ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლომ მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწო­რედ სუ­და­ნის დიქ­ტა­ტორ­ზე მი­ი­ღო... ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ამ სა­კუ­თარ რე­პუ­ტა­ცი­ას მი­ა­ყე­ნა ისე­თი მას­შტა­ბუ­რი ზი­ა­ნი, რო­მელ­საც ვე­რა­ვი­თა­რი მტე­რი ვერ მი­ა­ყე­ნებ­და. გყავ­დეს პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­ნა­შა­ვე და ძებ­ნი­ლია, ეს ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის­თვის უდი­დე­სი დარ­ტყმაა. არ ვიცი, რუ­სე­თის­თვის ამა­ზე მეტი რა უნდა და­ე­შა­ვე­ბი­ნათ იმ ქვეყ­ნებს, რო­მელ­თაც კრემ­ლი მტრად მი­იჩ­ნევს. - 20 მარტს მოს­კოვ­ში ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენტ სი ძინ­პინს ელო­დე­ბი­ან, რო­გორ ფიქ­რობთ, ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ ერ­თგვარ გზავ­ნი­ლად ჩი­ნე­თი­სა და იმ ქვეყ­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ რუ­სეთ­თან. - დიახ, ეს არის გზავ­ნი­ლი მათ­თვი­საც. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო, მმარ­თვე­ლი რე­ჟი­მი, რო­მე­ლიც თა­ნამ­შრომ­ლობს დღეს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ავ­ტო­მა­ტუ­რად აღიქ­მე­ბა მხა­რედ, რო­მე­ლიც ომის დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ექ­ნე­ბა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ეფექ­ტიც, რათა აღიკ­ვე­თოს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ზედ­მე­ტად მხარ­და­ჭე­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში ომის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. გარ­კვე­ულ­წი­ლად ეს ქმნის სა­ფუძ­ველს იმის­თვი­საც, რომ ამ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­ზე სხვა ტი­პის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი გა­კეთ­დეს. თუ ირანს ავი­ღებთ, თუ მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქამ­დე უბ­რა­ლოდ რუ­სე­თის მხარ­დამ­ჭე­რად მი­იჩ­ნე­ო­და, ჰა­ა­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ ის შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს ომის და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლედ, ხოლო პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­ხი­ლონ რო­გორც ომის და­ნა­შა­ულ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100