თვითმკვლელობა თუ შემთხვევითობა? - თბილისში 19 წლის ჟურნალისტი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში 19 წლის თაკო ყურშავიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს ორხევში, თაკო ყურშავიშვილის სახლში მოხდა. მას ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.
ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ჟურნალისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეორე ვერსიით კი მას იარაღი შემთხვევით გაუვარდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმე 115-ე მუხლით აღიძრა რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ტელეკომპანია “tv 3“-ის თანამშრომელი იყო, ტელეკომპანიაში არ ადასტურებენ. “tv 3“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა იმედა დარსალიამ განაცხადა, რომ მსგავსი სახელისა და გვარის ჟურნალისტი მათთან არ მუშაობდა.
კომენტარი