მარჯანიშვილის მოედანზე ერაყელმა ქალმა ორი ადამიანი დაჭრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ახალგაზრდის დაჭრის ფაქტზე უცხოეთის მოქალაქე დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ირანის მოქალაქე ქალბატონმა აღმაშენებლის მოედანზე ორი ახალგაზრდა ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.
ზინა ნადაშვილი და გერონტი ჩხვირკაია "ინგოროყვას სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში“ იმყოფებიან. მათ სამედიცინო დახმარება მედიკოსებმა უკვე აღმოუჩინეს.
როგორც "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ირანის მოქალაქე დაკავებულია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
მომხდარის ოფიციალური დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარი