სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ოცნების“ კვოტით პარლამენტში მაკა კვიციანის და შედის - ვისგან მიიღო შეთავაზება ბრენდ-მენეჯერმა

მომღერლებს, მოცეკვავეებს, სპორტსმენებს და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს ქართული პარტიების საარჩევნო სიებში ხშირად შეხვდებით, შესაბამისად გამონაკლისი არც ამ არჩევნებზე მომხდარა.

“ქართულმა ოცნებამ” გუშინ საზოგადოებას საკუთარი პროგრამა და სია წარუდგინა. სიაში 68 ნომრად მოხვდა ბაია კვიციანი, რომელიც ტანსაცმლის ცნობილი ბრენდის “დალოოდის” ბრენდ-მენეჯერია.

ბაია კვიციანის ვიწრო თბილისურ წრეებში კარგად იცნობენ. მისი დედა ნანა შუკვანი ერთ დროს ცნობილი დიზაინერი გახლდათ, ასევე ცნობილი დიზაინერია მისი და – მაკა კვიციანიც. თუმცა მაკა კვიციანს ფართო მასები, “მასტერ შეფში” მონაწილეობის გამო იცნობს.

მაკა ასევე ანუკა არეშიძის დაქალია და გოგონები განუყრელი მეგობრები არიან. მეგობრობენ მათი ქმრებიც, ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.

“დალოოდი” კვიციანების საოჯახო ბიზნესია, რომელიც წარმატებას ნამდვილად არ უჩივის.

რაც შეეხება ბაია კვიციანს, რომელიც “ქართული ოცნების” სიის 68-ე ნომერია, პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა.

ბაია კვიციანი დაოჯახებულია და ჰყავს შვილებიც.

როგორ მოხვდება მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში ბაია კვიციანი, ამის გასარკვევად, “პრაიმამბები” დაუკავშირდა.

– ქალბატონო ბაია, ვისგან მიიღეთ შემოთავაზება “ქართული ოცნების” პარტიულ სიაში მოხვედრაზე?

– უბრალოდ კანდიდატურები წარადგინეს და მათ შორის მოვხვდი მეც. ჩატარდა ტესტირება, რამდენიმე ეტაპიანი გასაუბრებები გავიარეთ და საბოლოო რაოდენობა შეირჩა. სწორედ ასე აღმოვჩნდი “ქართული ოცნების” სიაში.

– გაქვთ პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილება?

– არა, არ მაქვს. მე ჩემი კომპეტენციიდან, განათლებიდან და დაგროვილი გამოცდილებიდან მექნება კონკრეტული გეგმები. პოლიტიკური გამოცდილება არ სჭირდება მგონი ამას.

– რა განათლება და გამოცდილება გაქვთ?

– ჩემი პირველი პროფესია არის ხელოვნებათმცოდნეობა, დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი. შემდეგ ლონდონში დავამთავრე მაგისტრატურა მენეჯმენტის განხრით.

ბევრ ადგილას მუშაობის გამოცდილება მაქვს, როგორც სახელმწიფო სტრუქტურაში, ისე კერძო ბიზნესში, ვთანამშრომლობდი ბრიტანეთის საბჭოსთან. ბევრ ადგილას მაქვს მუშაობის გამოცდილება, ყველაფერს ვერ მოვყვები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100