შვარცვალდის ალუბლის ტორტი
მასალა:
150გ კარაქი
6 კვერცხი
500გ შაქარი
60გ ფქვილი
80გ კაკაო
3ს.კ ალუბლის ლიქიორი ან ალუბლის არაყი
750გ ნაღები
500გ უკურკო ალუბალი
200-250გ შავი შოკოლადი
ვანილი
ავთქვიფოთ კვერცხი, ვანილი და 240გ შაქარი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შევურიოთ ფქვილი და კაკაო, შემდეგ 150გ გამდნარი კარაქი ნელ-ნელა.ეს მასა უნდა გავყოთ სამად და გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 15 სმ დიამეტრის მქონე ფორმაში, 15 წთ.(ან ერთად გამოვაცხოთ და მერე შუაზე გავჭრათ სამად). გამოცხობიდან 5 წთ-ის მერე გადმოვიღოთ ფორმიდან. ავადუღოთ 180გშაქარი და 250გ წყალი, 5წთ-ით ჩავყაროთ ალუბლები, ამოვიღოთ დავწუროთ და ამ სიროფს დავამატოთ 2ს.კ ალუბლის ლიქიორი.დავჩხვლიტოთ ფირფიტების ზედაპირი და დავნამოთ ამ სიროპით. ცივი ნაღები ავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე+80გ შაქარი+დარჩენილი ლიქიორი. პირველ ფირფიტას ვუსვამთ კრემს, ვაყრით ალუბალს, ვადებთ მეორე ფირფიტას+კრემი+ალუბალი.ასევე მესამეც. ზემოდან და გვერდებზე კრემს ვუსვამთ და ვრთავთ ალუბლებით და შავი შოკოლადის ნაფხვენებით
perfectcook.org
კომენტარი