ასე ეხმაურება კობი ბრაიანტის მეუღლე ჯორჯ ფლოიდის ტრაგიკულ გარდაცვალებას
რამდენიმე თვის წინ ტრაგიკულად გარდაცვლლი ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის მეუღლე, ვანესა ბრაიანტი 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ეხმაურება. ვანესა ბრაიანტი სოციალურ ქსელ ინსტაგრამში კობი ბრაიანტის ფოტოს აქვეყნებს, სადაც კალათბურთელს მაისური აცვია წარწერით – „ვერ ვსუნთქავ“, რომელიც ექვსი წლის წინ არის გადაღებული. ეს სიტყვები მაშინ ერიკ გარნერს ეკუთვნოდა, რომელიც 2014 წელს პოლიციის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად გარდაიცვალა.
„ჩემს მეუღლეს ეს მაისური ექვსი წლის წინ ეცვა და ახლაც, ჩვენ ისევ აქ ვართ. ცხოვრება ძალიან არაპროგნოზირებადია, ძალიან ხანმოკლეა. უარი ვთქვათ სიძულვილზე, ვისწავლოთ პატივისცემა, გავავრცელოთ სიყვარული, ვიბრძოლოთ ცვლილებებისთვის – დარეგისტრირდით და ხმა მიეცით. იყავით იმ ცვლილებების მაგალითი, რომლის დანახვაც გვსურს“, – წერს ვანესა ბრაიანტი.
კომენტარი