მკითხველის მოსაზრება
ტელეკომპანია „იმედის“ 2010 წლის 13 მარტის ტელეგადაცემა „ქრონიკის“ სიუჟეტი წარმოადგენს რეგიონალური ანდროგენული კატასტროფების უმძიმესი შემთხვევის - საქართველოს სახელმწიფოს ანექსიის შესახებ მომზადებულ სიმულაციურ სიუჟეტს.
ამ განმარტებიდან გამომდინარე, ზემოთაღნიშნული ტელეგადაცემის 13 მარტის სიუჟეტი არ შეიცავს სამართლებრივი, ან ეთიკის ნორმების დარღვევის რაიმე ხელშესახებ ფაქტებს.
ეს გადაცემა ისეთივე სიმულაციურ პროგრამას განეკუთვნება, როგორსაც ნებისმიერი კატასტროფის შესახებ მომზადებული სიმულაციური სიუჟეტი, ანუ მისი განვითარების მოსალოდნელ შედეგებზე გადაღებული ნებისმიერი სიმულაციური, ვირტუალურ-ასახვითი მხატვრულ-დოკუმენტალური ტელეგადაცემა, ან ფილმი.
საქართველოს ანექსია წარმოადგენს რეგიონალური მასშტაბის უმძიმეს ანდროგენულ კატასტროფას, რომელიც განხორციელებული შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს აღმასრულებელი ინსტიტუტების მიერ და ადამიანთა მიერ შექმნილი პოლიტიკური დაჯგუფებების ხელშეწყობით. .
საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობა, ანუ საქართველოს ანექსია წარმოადგენს უმძიმესი მსხვერპლის, უდიდესი მორალური ზიანის მქონე ანდროგენულ კატასტროფას.
საქართველოს დაპყრობაზე, როგორც ანდროგენულ კატასტროფაზე წარმოდგენილი სიმულაციური სიუჟეტის მიზანია ამ კატასტროფის მომავალში თავიდან აცილების გზების მოძიება და წინასწარი პრევენტორული მექანიზმების დაგეგმარება.
საქართველოს ანექსიაზე, ისევე როგორც სხვა ყველა ანდროგენულ კატასტროფაზე წარმოდგენილი სიმულაციური სახის გადაცემის მიზანია საზოგადოების პრევენციული გაფრთხილება.
იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა მრავალჯერ განახორციელა სასტიკი აგრესია, ანექსია და საქართველოს მოსახლეობის ტერორი, 2010 წლის 13 მარტი „ქრონიკაში“ გადმოცემული სიუჟეტის სტრესული და რეალისტური ხასიათი, პირდაპირ განპირობებულია მხოლოდ რუსეთის აგრესიის ფაქტორით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს გამანადგურებელ აგრესორად სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლების, მაგალითად, ინგლისელის ან ამერიკელის, ესკიმოსის, ავსტრალიელის, ბუშმენის და სხვათა მრავალთა წარმოდგენის შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული ტელეგადაცემა არ იქნებოდა ისეთი ძლიერი სტრესის შემცველი, როგორიც რუსების აგრესორად წარმოდგენის შემთხვევაში. .
სინამდვილეში რეალისტური ხასიათი და ამასთან დაკავშირებული სტრესი ამ სიმულაციურ გადაცემაში განპირობებულია მხოლოდ რუსეთის - რეალისტური ფაქტორით.
2010 წლის 15 მარტის სიმულაციური სიუჟეტის სტრესული ხასიათი და მასთან დაკავშირებული შედეგები არ წარმოადგენს ტელეარხ „იმედის“ ჟურნალისტების მიერ წარმოქნილ ფაქტორს. ის მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, რუსეთის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგად დაზარალებული ასეულათასობით მსხვერპლის გამოა განპირობებული.
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა ეყრდნობა სამართლებრივად მისაღებ მოსაზრებას, რომელიც აგრესორის ხელშემწყობ ფაქტორად (ანუ ანდროგენული კატასტროფის ერთ-ერთი უმძიმესი სახის - საქართველოს ანექსიის ხელშემწყობ პირობად) მიიჩნევს ნებისმიერ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც იწვევს აგრესიის პირობებში მსხვერპლი ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირების დარღვევასა და ხელის შეშლას.
ტელეკომპანია „იმედს” სრული უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი შეხედულება და წარმოადგინოს ნებისმიერ კატატროფაზე მისი წარმომშობი ფაქტორების სრული სახე და ხასიათი, მიუხედავად ამ ფაქტორებთან დაკავშირებით არსებული საზოგადოების სტრესული დამოკიდებულებისა.
კომენტარი