გიგი კეშელავას მის მიერ გადარჩენილმა ორსულმა დაურეკა
დრონი.ჯის მიერ მომზადებული სტატიის შემდეგ სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილმა ორსულმა და მისმა ქმარმა, მათი გადამრჩენელი გმირი გიგი კესელავა იპოვეს.
აი რას ყვება კეშელავა დრონი.ჯისთან საუბრისას:
ეხლახანს დამირეკეს, ორსული მარი მოსიძე აღმოჩნდა, ფეისბუქზეც დამამატა, ასე მითხრა, შენ რომ არ ყოფილიყავი, არც მე და არ ჩემი მეუღლე ცოცხალი არ ვიქნებოდითო, მერე ქმარიც მესაუბრა და მითხრა რო აუცილებლად შეგხვდებითო... და მოკლედ შოკირებული ვარ, ისეთი მადლობები მომდის თქვენი გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ.
კომენტარი