ქუთაისში 30 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
უწყების განცხადებით, ქუთაისში ქალი მასთან სტუმრად მყოფმა მეგობარმა ქალმა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მიყენებული დაზიანებების შედეგად, მასპინძელი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ში ამბობენ, რომ ამოღებული აქვთ დანაშაულის ჩადენის აირაღი, დანა. მათივე თქმით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარი