დავით ნარმანია: ჩვენ ბრძოლის მეორე ეტაპს ვიწყებთ
„ჩვენ არჩევნების მეორე ტურს გახსნილად ვაცხადებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენი მიზანი თბილისის კომფორტულ ქალაქად ქცევა და თბილისელების კეთილდღეობის მნიშვნელოვნად გაზრდაა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
თბილისის მერობის კანდიდატი სამ ძირითად მიმართულებას გამოყოფს:
1. დაუბრუნდეს თბილისს ისტორიული ფუნქცია და იქცეს იგი რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად;
2. გადაიქცეს თბილისი ჯანსაღ და კომფორტულ ქალაქად;
3. შეიქმნას სოლიდარული საზოგადოება და თითოეულ ოჯახში შევიდეს კეთილდღეობა;
კომენტარი