სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის სამთავრობო მედია ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოში ბიოქიმიურ იარაღზე მუშაობს

რუსეთის სამთავრობო მედია ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოში ბიოქიმიურ იარაღზე მუშაობს - TACC-ი ირწმუნება, რომ ამ მიზნით უკრაინისა და საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასავლეთი პაციენტებზე "სახიფათო ცდებს" ატარებს.

საგულისხმოა, რომ გამოცემა პუტინთან დაახლოებულ მიხაილ კოვალჩუკს ეყრდნობა.

უბრალო დამთხვევა არ არის, რომ როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამერიკელები შევიდნენ ყველა ჩვენს ყოფილ რესპუბლიკაში და სოციალისტურ ქვეყანაში და სრული კონტროლი დაამყარეს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ცენტრებზე და ვირუსთა და ბაქტერიათა ყველა კოლექციაზე, რომელიც ამ ქვეყნებში ინახებოდა. ჩვენ უკვე ვხედავთ თუ, როგორ ატარებენ სახიფათო კვლევებს უკრაინასა და საქართველოში ყოველგვარი მორალური ნორმისა და კანონის დარღვევით, კერძოდ, ფსიქიატრიული საავადმყოფოების პაციენტებზე იმ მიზნით, რომ ახალი ტიპის ბიოლოგიური და ქიმიური იარაღები შექმნან, - ეუბნება პუტინი მეგობარი მკვლევარი TACC-ს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100