სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის კარზე ეკა ბესელიას ზაქარია ქუცნაშვილი შეცვლის?

ერთხელ უკვე გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეკა ბესელიას ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა დაეძაბა, ბესელიამ თავდაპირველად უარყო და განცხადება ივანიშვილის პრესსამდივნომაც გაავრცელა.

მაგრამ კულუარული ინფორმაცია მაინც არსებობს და მეტიც: ივანიშვილის გარემოცვის წევრები პირად საუბრებში კონკრეტულ თარიღსაც ასახელებენ და ამბობენ, რომ 27 დეკემბერს ჩანიშნული სასამართლო პროცესის შემდეგ ივანიშვილი ბესელიას დაითხოვს და მას ზაქარია ქუცნაშვილი ჩაენაცვლება.

ეკა ბესელია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. "ეს ჭორია", – მოკლედ უპასუხა მან "პრაიმტაიმს", როცა მოსალოდნელ თუ უკვე მომხდარ დათხოვნასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს.

რაც შეეხება ზაქარია ქუცნაშვილს, ის ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. ბესელიასთან და ქუცნაშვილთან დაახლოებულ პირებს ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ დიდი გაკვირვება არ გამოუთქვამთ, მაგრამ განაცხადეს, რომ არაფერი იციან...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100