მაგთიკომის ინიციატივითა და მხარდაჭერით ცნობილი ქართველი არქიტექტორის, ვახტანგ დავითაიას ნამუშევართა ალბომი გამოიცა
22 ნოემბერს მაგთი კლუბში ცნობილი ქართველი არქიტექტორის - ვახტანგ დავითაიას ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. ვახტანგ დავითაიას სახელს არაერთი პერსონალური გამოფენა უკავშირდება. ის 200-მდე სტატიისა და 250-მდე პროექტის ავტორია. „ჩემი პროფესიული ცხოვრების „სცენარი“ ასეთი იყო და ასეთია დღესაც: არქიტექტურული პროექტირება, პედაგოგიური მოღვაწეობა, პუბლიცისტიკა“, - ამბობს ღვაწლმოსილი ოსტატი და კვლავაც ახალგაზრდული ენთუზიაზმით აგრძელებს მოღვაწეობას. ვახტანგ დავითაია არის არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის, ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის საპატიო პროფესორი.
ვახტანგ დავითაიას ალბომს წინ უსწრებდა მაგთიკომის მიერ გამოცემული არაერთი მხატვრის, მოქანდაკისა თუ არქიტექტორის ნამუშევართა ალბომი, მათ შორისაა: ირაკლი ფარჯიანი, ედმონდ კალანდაძე, თემო ჯაფარიძე, რადიშ თორდია, მერაბ აბრამიშვილი, კოკი მახარაძე, დიმიტრი ერისთავი, თემო გოცაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ელგუჯა ამაშუკელი, ოთარ ჩხარტიშვილი, ემირ ბურჯანაძე, ბიძინა ავალიშვილი, ლევან ცუცქირიძე, გოგი ჩაგელიშვილი, გიგა ბათიაშვილი, გივი ჯაფარიძე, ვაჟა ორბელაძე, მერაბ მერაბიშვილი, ლადო ქუთათელაძე.
მაგთიკომი წლებია, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ ხელოვნებას.
„ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ - ამ დევიზით მაგთიკომმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ქართული მხატვრობის, მწერლობის, თეატრის, კინოსა და მუსიკის მხარდასაჭერად, ეს კომპანიის საქმიანობაში პრიორიტეტული მიმართულებაა.
კომენტარი