„ორსული დედები“ ანასტასია ზაალიშვილის გარდაცვალებაზე ისეთ წერილს აქვეყნებენ,რომ ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ
„ორსული დედები“ ფეისბუქზე ანასტასიას გარდაცვალებაზე ისეთ წერილს აქვეყნებენ,რომ ამას ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ.
ერთი,ორი,ერთი,ორი...
ერთი...
ორი...
. . .
ერთი. . .
. . .
. . .
ორი . . .
. . .
გაჩერდა პატარა გული.
არა ცოდვებით დამძიმებული, არა დიდ ცხოვრებაგამოვლილი, პატარა,სულ პაწაწინა.
სამაგიეროდ ნატანჯი და ნაწამები.
როგორი თვალებით შეხედავდა, რომ ის აუტანელი ტკივილი შეემსუბუქებინა,
როგორ შეევედრებოდა, უთქმელად შეეხვეწებოდა დედიკოს შველას.
რა უნდა ექნა, რით ეშველა. თავზე ხელს გადაუსვამდა, მიიხუტებდა გულზე, რომელიც საცაა გასკდებოდა, აკოცებდა და სიტყვებით ანუგეშებდა. იცოდა, მეტი აღარაფერი შეეძლო. ასე ჩახუტებული მთელი გულით შეევედრებოდა ღმერთს შვილის გადარჩენას. მისი ყოველი სუნთქვა ხომ სიცოცხლის ფასად უღირდა.
მაინც გაჩერდა პატარა გული.
დიდი გული კი ძგერდა. რა ძალით, თვითონაც არ იცოდა. ფეთქავდა მიუხედავად იმისა, რომ უძრავი შვილის შემყურეს ყოველ წამს ეგონა, ცხოვრების შემდეგ წამს უკვე ვეღარ გადაიტანდა.
დედის გული ხომ საკუთარი შვილია. ის ისევ არსებობს, დედის არსებაში არსებობს.
უსამართლოა ეს წუთისოფელი.
სამაგიეროდ არა წუთიერი სამყოფელია სამართლიანი.
ეს ბავშვი ანგელოზია.
ანგელოზები კი მხოლოდ რჩეულები ხდებიან
კომენტარი