ღარიბაშვილი ფედერიკა ფავის შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ფედერიკა ფავისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველო–იტალიის ურთიერთობებზე და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერიკა ფავის მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის.
ფედერიკა ფავი საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2011 წლის 5 სექტემბრიდან იკავებს.
კომენტარი