პირველი რადიო: არჩილ კბილაშვილის ბიძაშვილს ეპისკოპოსობისთვის ამზადებენ?
წმინდა სინოდი გავრცელებული ინფორმაციით ჯიხეთის ეპარქიის წინამძღვრად მამა ანდრია კბილაშვილს დაასახელებს, რის შემდეგაც მისი ეპისკოპოსად კურთხევა მოხდება. მამა ანდრია კბილაშვილი, რომელიც მთავარი პროკუორორის არჩილ კბილაშვილის ბიძიაშვილია ამჯამად ჯიხეთის დედათა მონსატრის წინამძღვარია. მამა ანდრია კბილაშვილმა „პირველ რადიოსთან“ განაცხადა , რომ მისი ეპისკოპოსად კურთხევის საკითხზე ინფორმირებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ ამ წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში ამ წუთებში მიმდინარეობს. განსახილველი საკითხები წინასწარ არ ხმაურდება. თუმცა როგორც „პირველ რადიოს“ სანდო წყარომ აცნობა გამორიცხული არ არის დღეს სინოდმა 4 ეპისკოპოსის ე.წ პენსიაზე გაშვების გადაწყვეტილება მიიღოს. საუბარია კალისტრატე - ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტზე, თადეოზ - თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტზე, ვახტანგი _ მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტზე და გიორგი _ ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტზე, „პირველი რადიოს“ ინფორმაციით სინოდის სხდომაზე ასევე სავარაუდოდ განხილული იქნება 4 ეპარქიის გაყოფის საკითხი, არსებული ინფორმაციით სინოდმა უნდა განიხილოს შემოქმედის ეპარქიის ორ ეპარქიად გაყოფა, ასევე საუბარია ცაგერისა და ლეტეხის ქუთაის-გაენათის და დასავლეთ ევროპის ეპარქიების გაყოფაზე, საპატრიარქოს კულვარებში უკვე სახელდებიან ის სასულიერო პირები, რომლებმაც შესაძლოა ეპარქიების გაყოფის შემთხვევაში, ახალი ეპარქიები ჩაიბარონ. ამ პირებს შორის სახელდებიან არქიამანდრიტი ვახტან ლიპარტელიანი, რომელიც მოსკოვში მოაღვაწეობს, არქიმანდრიტი ვახტანგ ჭინჭარაული. პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, იგუმენი საბა ინწკირველი, დეკანოზი რევაზ სიხარულიძე, აქიმანდრიტი მიქაელი და აქიმანდრიტი ისააკი.
კომენტარი