10 თვის ბარბარე ქვევრში ჩაგდებისას უკვე გარდაცვლილი იყო
გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში გარდაცვილი ბარბარე რაფაიანცისის საქმესთან დაკავშირებით შს სამინისტრო ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა, ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებამდე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს.
„მიმდინარეობს გამოძიება, ამ ეტაპზე ეს არის ჩემი პასუხი ყველა თქვენს კითხვაზე“,- აღნიშნა მახარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სოფელ კოლაგში 10 თვის ბავშვი ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.
თავდაპირველად აღნიშნულ საქმეს პოლიტიკური ელფერი მიეცა. ბოლო რამდენიმე დღეა სხვადასხვა დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვი მისმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნათესავმა გაგუდა, რომელიც იმავე საწოლზე წამოწვა, სადაც ბავშვს ეძინა. შემდეგ კი კვალის ასარევად ბავშვის ცხედარი წყლით სავსე ქვევრში ჩააგდო.
„ინტერნეტ.ჯი“- შს სამინისტოში ამ საკითხის გარკვევასაც შეეცადა, თუმცა აღნიშნული ინფორმაციაზე სალომე მახარაძემ დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
უცნობია ექსპერტიზის პასუხებიც, რომელიც ადგენს, რამ გამოიწვია ასფიქსია.
კომენტარი