კორპორაციული მოხალისეობა - „თეგეტა ჰოლდინგის“ პრო ბონო სერვისები
კორპორაციული მოხალისეობა, იგივე პრო ბონო,
საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ერთი კომპანიის მიერ
სხვა ორგანიზაციის თანამშრომლების გაძლიერებას გულისხმობს საკუთარი ცოდნისა
და გამოცდილების გაზიარებით. „თეგეტა ჰოლდინგი“ თითქმის ერთი წელია, რაც „საქართველოს
პრო ბონო ქსელის“ წევრია და სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდასაჭერად არაერთ
აქტივობას ახორციელებს.
მათ შორის ერთ-ერთია ევროკავშირისა და
კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით გამართული პრო ბონო მარათონი, რომელშიც „თეგეტა
ჰოლდინგის“მარკეტინგის გუნდის წევრმა მარიამ ჩხოლარიამ თავისი ცოდნა და გამოცდილება Tegeta Care-ის პარტნიორი ორგანიზაციის, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, თანამშრომლებს
გაუზიარა. მისივე მონაწილეობით მომზადდა ორგანიზაციის საიმიჯო გრაფიკული
ვიდეორგოლიც.
„პრო ბონო მარათონი“ ერთდღიანი საკონსულტაციო
ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები, სამოქალაქოორგანიზაციებთან
ერთად, მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად მუშაობენ.
მარიამ ჩხოლარია, „თეგეტა ჰოლდინგის“
ექაუნთ მენეჯერი: „პრო ბონო მარათონი“ ძალიან საინტერესო შესაძლებლობა
იყო იმისთვის, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ გუნდის ინტელექტუალური რესურსი ამჯერადგარემოს
საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციისთვის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ გაგვეზიარებინა. ჩვენ
კონსულტაცია გავუწიეთ ამ ორგანიზაციას, მის წევრებს გავუზიარეთ ჩვენი
მარკეტინგული გამოცდილება და მოვამზადეთ მათი საქმიანობის ამსახველი საიმიჯო რგოლი. მარათონის
ფარგლებში მომზადებული ვიდეო ემსახურება ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის
მნიშვნელობის მიმართულებით და ყურადღებას ამახვილებს ამ საკითხით სკოლის მოსწავლეების
დაინტერესების მნიშვნელობაზე. ეს იყო ძალიან პროდუქტიული და სასიამოვნო თანამშრომლობა“.
ნათია მეტრეველი, „საქართველოს სტრატეგიული
კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პრო ბონო ექსპერტი: „პრო ბონო ქსელი საქართველოში
2015 წელს ჩამოყალიბდა. პრო ბონო კორპორაციული პასუხისმგებლობის ძალიანმნიშვნელოვანი
ფორმაა, ეს არისინტელექტუალური რესურსის გამოყენება საზოგადოების საკეთილდღეოდ,
რაც შეიძლება მოიცავდეს იურიდიულ და IT მიმართულებებს, ადამიანური რესურსების
მენეჯმენტს, მარკეტინგს - ფაქტობრივად, ყველა იმ კომპონენტს, რაშიც
კომპეტენტურია კომპანია ან მისი თანამშრომელი. მონაწილეობა პრო ბონო აქტივობებში
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რამდენადაც სამოქალაქო ორგანიზაციებს, როგორც წესი, არ
ჰყავთ და ვერც ეყოლებათ ისეთი მაღალანაზღაურებადი კადრები,როგორებიც ჰყავთ ბიზნესკომპანიებს.შესაბამისად,
პრო ბონო ქმნის შესაძლებლობას, რომ ხარისხიანი, ძალიან ძვირადღირებული მომსახურება ხელმისაწვდომი
გახდეს სამოქალაქო ორგანიზაციებისთვისაც“. „თეგეტა ჰოლდინგი“ პრო ბონო ქსელს
2022 წელს შემოუერთდა, თუმცა ამ მოკლე დროში კომპანიამ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი
წვლილი შეიტანა ამ აქტივობებში“.
2022 წლიდან „თეგეტა
ჰოლდინგის“ პრო ბონო აქტივობების ფარგლებში 60-ზე მეტმა სოციალურმა მეწარმემ
გაიუმჯობესა ცოდნა კომუნიკაციების, სოციალური მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის
მიმართულებით.
„თეგეტა ჰოლდინგისა“ და „თეგეტა აკადემიის“
15 თანამშრომლის ჩართულობა, რომელიც, ჯამურად, 105 საკონსულტაციო საათს მოიცავს,
სოციალური საწარმოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას დაეთმო.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული
კომუნიკაციების ხელმძღვანელი:„წლების განმავლობაში „თეგეტა ჰოლდინგს“ საზოგადოებრივი
ორგანიზაციების მხარდაჭერისა და პრო ბონო პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება
დაუგროვდა. პრო ბონო ქსელის აქტიურმა წევრობამ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად ორგანიზებული
და შედეგზე ორიენტირებული გახადა. გვიხარია, რომ ჩვენი გუნდის წევრები დიდი ინტერესითა
და მოტივაციით ერთვებიან ყველა მსგავს პროექტში და თავიანთი პირადი ინტელექტუალური
რესურსითა და ექსპერტიზით ცდილობენ სასიკეთო ცვლილებებში მონაწილეობას. ვფიქრობთ, მსგავს
აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, ჩვენთვის
პრო ბონო სერვისები საზოგადოებაზე ზრუნვის პროცესებში ჩართვის შესაძლებლობაა, მეორე
მხრივ კი - ჩვენი გუნდის წევრების პირდაპირითანამონაწილეობით კომპანიის კორპორაციული
პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა“.
„თეგეტა ჰოლდინგი“ პრო ბონო პროექტების
მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში მოიაზრებს. კომპანიის კორპორაციული მდგრადობის
სტრატეგიის ნაწილია, შესაძლებლობა მისცეს სამოქალაქო ორგანიზაციებს, მიიღონ
კვალიფიციური საექსპერტო დახმარება და ამის შედეგად გახდნენ უფრო ეფექტიანები, უკეთ
მოემსახურონ საკუთარ ბენეფიციარებს და საზოგადოების უფრო მრავალრიცხოვან ჯგუფებს დაეხმარონ.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
კომენტარი