სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტი დაჭრა - მომხდარზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყინწვისის მამათა მონასტერში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.

მონასტრის წინამძღვარმა მამა დავითმა (აქიაშვილი) არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი) დაჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

დაპირისპირებას ეპარქიის წინამძღვარი, ეპისკოპოსი იობიც შეესწრო, რომელიც მოკამათეთა გაშველებას ცდილობდა. ამ დროისთვის მონასტერთან პოლიციაა მობილიზებული, თუმცა, ჯერჯერობით დაუდგენელია, დააკავებენ თუ არა ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს.

მომხდარ დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამა დავით აქიაშვილი პოლიციამ გადაიყვანა. რაც შეეხება არქიმანდრიტ საბას, ის საავადმყოფოშია მოთავსებული.

მომხდარ ინციდენტს რუის-ურბნისის ეპარქიაში არ ადასტურებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100