სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

COVID-19-ით გარ­დაც­ვლი­ლი 13 წლის ბიჭის დაკრძალვას მშობლებმა პირ­და­პირ ეთერ­ში უყუ­რეს

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა BBC ლონ­დონ­ში COVID-19-ით გარ­დაც­ვლი­ლი 13 წლის ბი­ჭის დაკ­რძალ­ვის შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციით დასაფლავებას ოჯა­ხის ვერც ერთი წევ­რი ვერ და­ეს­წრო, რად­გა­ნაც ყვე­ლა მათ­გა­ნი იზო­ლა­ცი­ა­შია.

13 წლის ის­მა­ილ მო­ჰა­მედ აბ­დულ­ვა­ჰა­ბი ბრიქსტო­ნი­დან იყო და ის COVID-19-ით King's College Hospital-ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მშობ­ლებ­მა შვი­ლის დაკ­რძალ­ვას პირ­და­პირ ეთერ­ში უყუ­რეს.

რო­გორც BBC წერს, გარ­დაც­ვლი­ლის უმ­ცროს ძმა­სა და უფ­როს დას ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი აქვთ, მათ შო­რის მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და გე­მოს შეგ­რძნე­ბის და­კარ­გვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის­მა­ილს არ ჰქო­ნია თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით 98 476 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცირ­ებილი, 12 868 გარ­და­იც­ვა­ლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100