სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცოლ-ქმარი კორონავირუსისგან ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალა

აშშ-ში, ილინოისის შტატში, კერძოდ ჩიკაგოში, მეუღლეები, რომლებიც 65 წელი იყვნენ დაქორწინებულები, ერთ დღეს, რამდენიმე საათის ინტერვალით გარდაიცვლანენ. ამის შესახებ მათმა შვილიშვილმა სტივენ ნეშიმ Twitter- ზე დაწერა.
ნეშის თქმით, წყვილს ექვსი შვილი და 18 შვილიშვილი ჰყავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსული სიკვდილიანობის 80 პროცენტი 65 წელს გადაცილებული ასაკის მქონე პირებზე მოდის. ხოლო სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 85 წელს გადაცილებულ პაციენტებს შორის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს მსოფლიო პანდემია გამოაცხადა.
მათი ინფორმაციით მსოფლიოში დაფიქსირებულია ინფექციის 634 ათასზე მეტი შემთხვევა, ხოლო გარდაცლილია თითქმის 30 ათასი ადამიანი.


უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100