სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უარი მკურნალობაზე პოლიტიკური ნიშნით - ექიმი-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი ინგოროყვას კლინიკიდან გაათავისუფლეს

ნაციონალური მოძრაობისწევრის ნინო კვიტაიშვილის განცხადების საფუძველზე ინგოროყვას კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მურთაზ მამაგეიშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება კლინიკის დირექტორმა მას შემდეგ მიიღო, რაც ნინო კვიტაიშვილმა ექიმი-ტრავმატოლოგი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

კლინიკის გენერალური დირექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პაციენტს საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია და ინფორმაცია, რომ მას რაიმე ნიშნით უარი ეთქვა დახმარებაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი სამსახურიდან ეთიკის ნორმების დარღვევის გამო გაათავისუფლეს.

პაციენტს ყველა სამედიცინო გამოკვლევა და საჭირო მომსახურება ჩაუტარდა დროულად და ის ფაქტი, რომ მას რაიმე ნიშნით კლინიკის მიერ უარი ეთქვა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე არ შეესაბამება სიმართლეს.

ამასთან ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამედიცინო ეთიკური ნორმების დარღვევას, რაც დაუშვებელია ექიმისათვის და ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე ექიმი გათავისუფლებულია სამსახურიდან“-ნათქვამია განცხადებაში.

კლინიკის ხელმძღვანელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს მისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს აღნიშნული შემთხვევა.

გათავისუფლებამდე კი, აი რას წერდა ნიკა გვარამია ამ ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში:

"ნინო კვიტაიშვილი ჩემი პირადი ახლო მეგობარია. ხოდა, პირადად გავუმწარებ სიცოცხლეს ტრავმატოლოგ მამაგეიშვილს, რომელმაც მისი პარტიული კუთვნილების გამო, უარი თქვა პოლიციის მიერ ნაცემი ნინოსთვის სამედიცინო დახმარების გაწევაზე.

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა გირჩევთ, თქვენით მიიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილება და ეგ ჰიპოკრატეს ფიცის დამრღვევი ნაბიჭვარი დროზე მოაშოროთ მაქედან. არა და - თქვენ თავს დააბრალეთ"!


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100