სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ პირველ სუპერმარკეტს ხსნის
სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „მუშტაიდის ბაღთან“ მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურთან პირველ სუპერმარკეტს ხსნის. ახალგახსნილ „სმარტში“ 20-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთათვისაც მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო ასორტიმენტის მომსახურების უახლესი სტანდარტით შეთავაზება უპირველესი საზრუნავია. დამატებით, მომხმარებელთა წასახალისებლად მხოლოდ 4 დღით, 26 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით „სმარტის“ ყველა მომხმარებელს იტალიური ყავა „ტრუჩილოს“ და „დანკინ დონატსის“ ნებისმიერი დონატის შეძენა მხოლოდ ერთ ლარად შეეძლება.
„სმარტი“ „მუშტაიდის ბაღთან“ პატარა ფორმატის სუპერმარკეტია, სადაც ევროპული და ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. ახალგახსნილ სუპერმარკეტში მომხმარებელს კომპფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს და „დანკინ დონატსის“ მრავალფეროვან დონატებს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს.
“სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, კერძოდ კი პატარა ზომის სუპერმარკეტებით გააგრძელებს და უახლოეს მომავალში. „სმარტის“ პატარა ფორმატის სუპერმარკეტების უმრავლესობა ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განთავსდება.
„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო.
კომენტარი